პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ აშშ-მექსიკის საზღვარზე მყოფ მიგრანტებს $500 000 გადაურიცხა

რომის პაპმა ფრანცისკემ აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მყოფი მიგრანტების დასახმარებლად 500 000 დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ცნობით, ეს თანხა 27 პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება. კერძოდ, იმ მიგრანტებს დაეხმარება, რომლებიც მექსიკაში ჰონდურასიდან, სალვადორიდან და გვატემალიდან ჩავიდნენ. შემდეგ ისინი აშშ-ში გადასვლას გეგმავენ. 

ეკლესია მათ მედიკამენტებით, საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რომის პაპი მიგრანტებს ეხმარება. მარტში პაპმა ფრანცისკემ დონალდ ტრამპი და ის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც საზღვარზე კედლის აშენებას მხარს უჭერენ. 

კომენტარები