Avengers: Endgame

Avengers: Endgame-ის დასპოილერებისთვის ჩინეთის კინოთეატრთან კაცს სცემეს

Unilad

ჰონგ-კონგში კინოთეატრთან ფილმის Avengers-ის ბოლო ნაწილის, Endgame-ის დასპოილერებისთვის ადამიანს სცემეს. 

Asian One-ის ინფორმაციით, თეთრმაისურიანი კაცი კინოთეატრ Causeway-ს დარბაზიდან ფილმის ნახვის შემდეგ გამოვიდა და სეანსზე შესასვლელად მყოფ ადამიანებთან ფილმის შინაარსის შესახებ ყვირილი დაიწყო. 

ამის შემდეგ გაბრაზებულმა "მარველის" ფანებმა კაცს სცემეს. 

Avengers:Endgame-ის მსოფლიო პრემიერა 26 აპრილს შედგა. საქართველოში კი ფილმის პრემიერა 28 აპრილს შედგება. ფილმის ნახვა ყველა კინოთეატრში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები