ინგლისში მიმდინარე სნუკერის მფოლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ლეგენდარული რონი ო'სალივანი სნუკერის 23 წლის დამწყებ მოთამაშესთან დამარცხდა.
ო'სალივანმა ჯეიმს კეჰილთან პირველ წრეში 8:10 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. კეჰილი კი მეორე ტურში შოტლანდიელ სტიფენ მაგუაირს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს კეჰილი ისტორიაში სნუკერის პირველი მოყვარული მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია გაიარა. 23 წლის ინგლისელს მსოფლიო რეიტინგის ქულებიც კი არ აქვს.





