კასელი და კუნაკი

ვენსან კასელსა და ტინა კუნაკის შვილი შეეძინათ

მსახიობ ვენსან კასელსა და მოდელ ტინა კუნაკს შვილი შეეძინათ. ახალშობილი გოგოა და მას ამაზონი დაარქვეს. მსახიობმა ინსტრაგრამზე ჩანჩქერის ფოტო დადო წარწერით "Amazonie est née ❤️ " ამაზონი დაიბადა. 

ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. წყვილმა 2018 წლის ზაფხულში იქორწინა. 

View this post on Instagram

Amazonie est née ❤️

A post shared by Vincent Cassel (@vincentcassel) on

 

კასელს მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ტინა კუნაკისათვის კი ამაზონი პირველი შვილია.  

კომენტარები