TMZ Sports-მა ბრიტანელ გულშემატკივართან სკანდალური ინციდენტის შემდეგ ირლანდიელი მებრძოლის - კონორ მაკგრეგორის დაკავების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
მაიამის სანაპიროზე მდებარე სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ, გულშემატკივარმა მაკგრეგორს ფოტოს გადაღება სთხოვა. UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ფანს ჯერ დააგდებინა სმარტფონი, შემდეგ კი რამდენიმეჯერ დააბიჯა და გაანადგურა. მაკგრეგორმა გირაოს სახით 12,500 დოლარი გადაიხადა და გათავისუფლდა.