ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, 19 აპრილამდე გადაიდო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუას თქმით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს, რომლის განხილვაც ვერ მოასწრო.
"სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება, რადგან მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვოდა იქ. ჩემ მიერ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონდა, უბრალოდ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ დამაკავა უკანონოდ, ზონდერპოლიციელმა, ის არის ზონდერი, არ გამიწევია არანაირი წინააღმდეგობა მის მიმართ," - ამბობს ჩხეტია.
ზუგდიდის საკრებულოს წევრი მანუჩარ ჩხეტია გუშინ დააკავეს. ასევე დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი პატარაია. წითლიძე და პატარაია მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.





