ცნობილი ადამიანები

კიმ კარდაშიანი: კანიეს MAKE AMERICA GREAT AGAIN-ის ქუდმა უთანხმოება გამოიწვია

კანიე ვესტი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე.

კიმ კარდაშინმა ჟურნალ ვოგთან ინტერვიუში მის ქმართან, კანიე უესტთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კანიე არც ერთ პოლიტიკურ მხარეს არ წარმოადგენს, მაგრამ ხანდახან მისი აზრები კამათს იწვევს.

"ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მას პატივს ვცემ, არის მისი სურვილის იყოს ის, ვინც არის, მიუხედავად იმისა რისი გაკეთებისკენ მოუწოდებენ სხვები. მე შემეძლო ვმჯდარიყავი და მეყვირა: ღმერთო ჩემო, მოიხადე ეგ წითელი ქუდი - იმიტომ, რომ ის არის ყველაზე თბილი ადამიანი უდიდესი გულით. მიუხედავად ამისა, მე ზრუნვა შევწყვიტე, დიდ უთანხმოებას ვიწვევდი ჩვენს ურთიერთობაში, ჩემს ცხოვრებაში კი ამას დიდი შფოთი მოაქვს", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კანიე უესტს Make America Great Again-ის წარწერიანი ქუდი 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ეკეთა, ამის შემდეგ კი 2018 წელს იგი პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე იგივე ქუდით მივიდა.

კომენტარები