კობა გვენეტაძე პარლამენტში

ჭიაბერაშვილი გვენეტაძეს: ადრე თქვენზე ვთქვი, მსხვერპლი არის-მეთქი, დღეს უკვე ჯალათი იყავით

ბატონო კობა, როდესაც თქვენ კომიტეტზე გამოცხადდით, რომელიც არ იყო კომიტეტზე გამოცხადება, იმიტომ რომ თქვენ პასუხებს თავი აარიდეთ, მე მაშინ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ მთელი ამ ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევისას TBC ბანკზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მსხვერპლი არის-მეთქი, ვხედავდი რა თქვენს აკანკალებულ ხელებსა და გაწითლებულ სახეს. მაგრამ დღეს რომ გიყურებდით ტრიბუნაზე, მსხვერპლი აღარ იყავით, ჯალათი იყავით ჩვეულებრივი, რომელიც ფაქტებს შეგნებულად მცდარად წარმოადგენდით.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს.

კომენტარები