კონსერვაცია

ინდონეზია კომოდოს კუნძულს ხურავს, რადგან ადამიანები დრაკონებს იპარავენ

ინდონეზიის მთავრობამ განაცხადა, რომ შემდეგი წლიდან ის დახურავს კომოდოს კუნძულს ტურისტებისთვის, რათა დაიცვას დრაკონები მოპარვისგან. გასულ კვირას, გარემოს და მეტყევეობის სამინისტროსთან შეხვედრაზე აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "კომოდოს კუნძული 2020 წლის იანვრიდან სულ მცირე 12 თვით აიხურება."

ინდონეზიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოსავლეთ იავას პოლიციამ დააკავა დამნაშავეთა ჯგუფი, რომელმაც 41 კომოდოს დრაკონი მოიპარა და მათი საერთაშორისო შავ ბაზარზე 500 მილიონ რუპიად ($35,261) გაყიდვა სცადა. დახურვის განმავლობაში სახელმწიფო გეგმავს კონსერვაციის პროგრამის შესრულებას, რომლის მიზანიც დრაკონების პოპულაციის გაზრდა და მათი ბუნებრივი ჰაბიტატის შენარჩუნებაა.

შხამიანი ნაკბენებითი ცნობილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ხვლიკი, კომოდოს დრაკონი სიგრძეში 3 მეტრი შეიძლება გაიზარდოს და 70 კილოგრამამდე იწონიდეს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კომოდოს ეროვნული პარკი ერთადერთი ადგილია, სადაც კომოდოს დრაკონები თავიანთ ბუნებრივ ჰაბიტატში შეგიძლია ნახოთ. ინდონეზიის მთავრობა მხოლოდ კომოდოს კუნძულებს დახურავს, პარკის დანარჩენი კუნძულები ღია იქნება ტურისტებისთვის. იუნესკოს მონაცემებით ამჟამად პარკში 5 700 კომოდოს დრაკონი ბინადრობს. 

კომენტარები