საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

მოსახლეობის 47% საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს უყურებს - კვლევა

ღია საზოგადოების ფონდის კვლევის მიხედვით, მოსახლების 47% საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს უყურებს.

ყოველ დღე უყურებს 13%, კვირაში რამდენჯერმე - 11%, თვეში რამდენჯერმე - 5%, ხოლო უფრო იშვიათად 24%.

ამასთან, გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ საზმაუ საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს უფრო კარგად, ვიდრე ცუდად.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

კომენტარები