ტყის ხანძარი

ჩინეთში ტყის ხანძარს 30 მეხანძრე ემსხვერპლა

ჩინეთში ტყეში გაჩენილ ხანძარს 30 მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

ცეცხლი სიჩუანის პროვინციაში გაჩნდა. ხანძარი 3800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობაში 700მდე მეხანძრე იყო ჩართული. ისინი ხანძრის ერთი ზონიდან მეორეში გადადიოდნენ, რა დროსაც ძლიერი ქარი ამოვარდა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. ოპერაციაში რამდენიმე ვერტმფრენიც მონაწილეობს. 

ხანძრის გამო, 9 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ცეცხლის გაჩენის გამომწვევ მიზეზად მეტეოროლოგები ძლიერ ქარსა და გვალვას ასახელებენ.

კომენტარები