სასამართლო

მურუსიძე სტრასბურგში წაგებულ საქმეებზე: ჩვენზე განვითარებული გერმანია მეტ საქმეს აგებს

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლეს არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოეთხოვოს, მე ჩემი ნებით მზად ვარ, რომ ვისაუბროთ ამ საქმეებზე [სანდრო გირგვლიანის და გოჩა ენუქიძის საქმე, ტურავას საქმე, სულხან მოლაშვილის საქმე, გიორგი მიქიაშვილის საქმე, პაატა როსტომაშვილის საქმე]. მე ამ საქმეებზე რამდენჯერმე მისაუბრია. ევროპაში მე დაგისახელებთ ჩვენზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტ საქმეებს აგებს თუნდაც გერმანია, თუნდაც დიდი ბრიტანეთი და იქ ასეთი კითხვები არ არის

სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ ეს განცხადება ტვ პირველის ეთერში გადაცემა "პირველებში" გააკეთა. ჟურნალისტებმა მას იმ საქმეებზე ჰკითხეს, რომლის მოსამართლეც თავად იყო და რომელიც საქართველომ სტრასბურგში წააგო. ეს საქმეებია - გირგვლიანის საქმე, ენუქიძის საქმე, მოლაშვილის საქმე, ტურავას საქმე, მიქიაშვილის საქმე, როსტომაშვილის საქმე.

კომენტარები