Fair Play თურქეთში

Fair Play თურქეთში: ახალგაზრდა ფეხბურთელმა პენალტი განზრახ ააცილა (ვიდეო)

თურქეთის 14-წლამდე ფეხბურთელების ჩემპიონატში, რომელშიც ერთმანეთს გალათასარაისა და ინსტანბულსფორის გუნდები ხვდებოდნენ, საინტერესო შემთხვევა მოხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, გალათასარაის კაპიტანი ბეკნაზ ალმაზბეკოვი მეტოქის საჯარიმოში სხვის დაუხმარებლად წაიქცა. ამის მიუხედავად, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ თავად ყირგიზი ფეხბურთელი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

ალმაზბეკოვმა განზრახ დაარტყა ისე, რომ ბურთი კარისთვის აეცილებინა. შესაძლოა, მან ამ ქმედებისთვის წლის Fair Play-ს ჯილდოც მიიღოს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=39&v=KjfyeNWFbU8]

კომენტარები