ორსულობა

აშშ-ში, მეინის საავადმყოფოში ერთდროულად 9 მედდა არის ორსულად

Maine Medical Center

აშშ-ის შტატ მეინის ყველაზე დიდ საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილებაში დასაქმული ერთდროულად 9 მედდა არის ორსულად.

მეინის სამედიცინო ცენტრმა ორსულ მედდებს სურათი გადაუღო და Facebook-ზე დადო.

"როგორია ეს ბავშვების ბუმისთვის? ჩვენი 9 მედდა (8 მათგანი სურათზე არის) აპრილიდან ივლისამდე ბავშვს ელოდება! გილოცავთ!", - დაწერა საავადმყოფომ.

ქალები ბავშვებს 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე ელოდებიან. ფოტოში ჩანს, რომ ყველა მედდას უჭირავს ფურცელი, რომელზეც მშობიარობის სავარაუდო თარიღი უწერია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მედდები გეგმავენ რომ ისინი ერთმანეთის მშობიარობას დაესწრნონ და იმუშავონ.

კომენტარები