პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ენმ-სთან დამეგობრების დაბრალება როგორ უნდა, ამას, კობახიძე-მდინარაძეს ვაჩვენებ

უპატივცემულობა, დაუფასებლობა, განურჩევლობა,- აი, ეს მოცემულობა სუფევს საქართველოს პარლამენტში. კობახიძე-მდინარაძის ტანდემი უკვე იმასაც კი კადრულობს, რომ (კანონპროექტის ირგვლივ არსებული აზრთასხვადასხვაობის გამო) ოპონენტები ნაცმოძაობის მოკავშირეებად გამოაცხადონ. ძალიან სამარცხვინო პოზიციაა. იაფფასიანი, მორალს დაშორებული.„პატრიოტთა ალიანსს“ იმას რომ ეტყვი,- ნაცმოძრაობასთან მეგობრობო, მარტო უმადური და ცილისმწამებელი კი არ ხარ, უბრალოდ, სახიფათო ხარ სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის..

ახლა ის ვთქვათ, თავად კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ვინაა და ვისთან თანამშრომლობს ძალზედ ტკბილად, ჰარმონიულად, კომფორტულად და გემრიელად. ვისთან? და ნამდვილ, ნაცმოძრაობის ყველაზე რეაქციულ ფრთასთან, ბოკერიას სახით. ოთო კახიძის დანახვაზე სიხარულისა და სიამოვნებისგან აჟრიალებთ, ბოკერიას გარეშე დღის წესრიგს არ ადგენენ, საერთაშორისო ვიზიტებისას ბოკერიასთან ერთად მოგზაურობენ და ბოკერია რომ ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, "დემოკატიული" მოთმინებით უსმენენ „ოპოზიციის“ წარმომადგენელს. მერე ამაყობენ იმით, რომ ასეთი თანაარსებობა შეუძლიათ და ასეთი სულგრძელობა.

ნაცმოძრაობასთან დამეგობრების დაბრალება როგორ უნდა, ამას კობახიძე-მდინარაძეს სიამოვნებით ვაჩვენებ. რა სამართლიანობა აღდგება, როცა ყველაზე დიდი უსამართლობა დღეს პარლამენტში ხდება- ყვავები ბულბულობენ! მაგრამ ამ პოლიტიკურ ყვავებს ვეუბნები: პარლამენტი არაა თქვენი შპს, პარლამენტი არაა თქვენი კერძო საკუთრება, ეს თავხედობა და ცინიზმი 2020 წლამდე ბევრად ადრე დასრულდება.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კომენტარები