ოკეანეების დაბინძურება

ფილიპინების სანაპიროზე გამორიყული ვეშაპი 40 კილო პოლიეთილენის გადაყლაპვის გამო მოკვდა

theguardian

ფილიპინების სანაპიროზე გამორიყულ ვეშაპს კუჭში 40 კილოგრამი პოლიეთილენის პარკები ჰქონდა.

ბიოლოგების თქმით ახალგაზრდა ვეშაპის სიკვდილი სწორედ მის კუჭში მოხვედრილმა დიდი რაოდენობით პოლიეთილენმა გამოიწვია.

ბიოლოგების თქმით ეს პოლიეთილენის ყველაზე დიდი ოდენობაა, რაც ვეშაპში აღმოუჩენიათ.


ფოტო: theguardian

მათი თქმით მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს იმ პირების დასაჯელად, ვინც ოკეანეების დაბინძურებას აგრძელებენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პოლიეთილენი ფართოდ გამოიყენება. 2017 წლის ოკეანის დაცვის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ჩინეთი, ინდონეზია, ფილიპინები, ტაილანდი და ვიეტნამი ოკეანეში უფრო მეტ პოლიეთილენს და პლასტმასს ყრიან, ვიდრე მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა ერთად.

გასულ ივნისს ტაილანდის სანაპიროზე გამორიყულ ვეშაპს კუჭში 80 პოლიეთილენის პარკი უპოვეს, რაც 8 კილოგრამს იწონიდა. ბიოლოგების აზრით ორგანიზმში პოლიეთილენის მოხვედრის გამო ყოველ წელს ტაილანდის წყლებში 300-მდე ვეშაპი, კუ და დელფინი კვდება.

კომენტარები