სასამართლო სისტემა

ფოფხაძე უმრავლესობას: თქვენი კანონი წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე უშვილო ვარ

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უბრალოდ გზას და ხელებს გაუხსნის ჩინჩალაძეს და მის სიას და მეტი ამაში არაფერი იქნება. ეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თქვენს შვილებს, თორემ მე უშვილო ვარ და ახლა ვერ.... თქვენ წაგართმევთ მომავალს ყველას. იმედს წაართმევს საზოგადოებას იმისას, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. ნუ ვიქნებით კანონის მშრალი წაკითხვის ოსტატები და თვალი გავუსწოროთ რაც ხდება

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის და რამდენიმე დეპუტატის მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ.

კომენტარები