NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კინო

წიგნები, რომელთა ადაპტაციებს ეკრანებზე 2019 წელს ვიხილავთ

კვირა, 17 მარტი, 2019 - 19:22
Twitter
tbl.ge/3jw1
დაკოპირდა
DC-ს კომიქსის ადაპტაციაში მთავარ როლებს მელისა მაკარტი, ელიზაბეტ მოსი და ტიფანი ჰადიში შეასრულებენ. პრემიერა აგვისტოში იგეგმება.bibliofile
ბრიუს უილისს, უილემ დაფოს და ედვარდ ნორტონს კი ჯონათან ლეთემის ნოველის ადაპტაციაში სავარაუდოდ ნოემბერში ვიხილავთ.bibliofile
ეიმის ადამსი, ჯულიანა მური და გარი ოლდმენი კი ა.ჯ. ფინის ფილმის ადაპტაციაში ითამაშებენ, რომელიც ოქტომბერში გამოვა.bibliofile
ტ.ს. ელიოტის პოემებზე დაფუძნებულ მიუზიკლში კი იდრის ელბა, ჯუდი დენჩი, იან მაკელენი, ტეილორ სვიფტი და ჯეიმს კორდენი ითამაშებენ და ის წლის ბოლოს, დეკემბერში გამოვა ეკრანებზე.bibliofile
ჯოზეფ ჰელერის "Catch-22"-ზე დაფუძნებული მინისერიალი, რომელშიც ჯორჯ კლუნი თამაშობს მაისში გამოვა ეკრანებზე.bibliofile
მერილ სტრიპი, გარი ოლდმენი და ანტონიო ბანდერასი კი ჯეიკ ბერნსტინის წიგნის ადაპტაციაში ითამაშებენ, რომელსაც სტივენ სოდერბერგი გადაიღებს.bibliofile
ჩარლზ ბრანდტის ნოველის მიხედვით ფილმს "The Irishman" მარტინ სკორსეზე იღებს და მასში რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო თამაშობენ. bibliofile
მარკ ბარნელის The Rhythm Section-ის ადაპტაციაში ჯუდ ლოუს და ბლეიკ ლაივლის ნოემბერში ვიხილავთ.bibliofile
ლუიზა მეი ალკოტის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი კი დეკემბერში გამოვა და მასში მთავარ როლებს მერილს სტრიპი, ემა უოტსონი, სირშა რონენი და ტიმოთი შალამე შეასრულებენ.bibliofile

2019 წელს ეკრანებზე არაერთი ცნობილი წიგნის ადაპტაციას ვიხილავთ. მათი ნაწილის ტრეილერები უკვე გამოქვეყნდა, ნაწილის შესახებ კი ჯერ კიდევ ცოტა რამაა ცნობილი. ნახეთ რას უნდა ელოდოთ ეკრანებზე 2019 წელს:

ნილ გეიმანისა და ტერი პრაჩეტის ერთობილივი ნამუშევრის, Good Omens-ის მიხედვით გადაღებული ტელესერიალი ეკრანებზე 31 მაისს გამოვა. მასში მთავარ როლებს მაიკლ შინი და დევის ტენანტი თამაშობენ. აღსანიშნავია, რომ სერიალში ღმერთს ტილდა სვინტონი, ხოლო სატანას ბენედიქტ კამბერბაჩი განასახიერებენ. Amazon-მა ტრეილერი უკვე გამოაქვეყნა.

Amazon-ის კიდევ ერთი ტელესერიალი, აგატა კრისტის ცნობილი დეტექტივის ადაპტაცია "The ABC Murders" რომელშიც მთავარ როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს, კი თებერვლის დასაწყისში გამოვიდა და უკვე შეგიძლიათ სრულად იხილოთ.

რიდიან ბრუკის წიგნის, "The Aftermath"-ის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კირა ნაითლი ასრულებს ამერიკაში 15 მარტს გამოვიდა, ხოლო ევროპული პრემიერა მაისშია დაგეგმილი. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ ფილმის ტრეილერი.

მარია სემპლის წიგნის, "სად წახვედი, ბერნადეტ?" კინო ადაპტაციაში მთავარ როლს ქეით ბლანშეტი ასრულებს. ფილმის პრემიერა აგვისტოშია დაგეგმილი.

ოშა გრეი დეივიდსონის წიგნის "The Best of Enemies" პრემიერა კი 5 აპრილს შედგება. ფილმში მთავარ როლებს ტარაჯი პ. ჰენსონი და სემ როკველი ასრულებენ.

სტივენ კინგის მოყვარულებს კი "Pet Sematary"-ს მიხედვით გადაღებული საშინელებათა ფილმი ელით, რომელიც ეკრანებზე აპრილის დასაწყისში გამოვა.

გარდა ამისა სექტემბერში "IT"-ის მეორე ნაწილიც გამოვა, რომელშიც ბილ სკარსგარდს, ჯეიმს მაკევოის და ჯესიკა ჩესტეინს იხილავთ.

დისნეი კი ოენ კოლფერის ნოველის მიხედვით გადაღებულ ფანტასტიკას აგვისტოში შემოგვთავაზებს.

კიდევ რას უნდა ელოდოთ 2019 წელს?

კინოწიგნებისერიალებინილ გეიმანირობერტ დე ნიროალ პაჩინომარტინ სკორსეზემერილ სტრიპიქით ბლანშეტისტივენ კინგი

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 23 იანვარი, 2026 - 17:0616 ნომინაცია "Sinners"-ს - 2026 წლის ოსკარის ნომინანტები ცნობილია
  • ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025 - 12:36Social Network-ის მეორე ნაწილზე მუშაობა დაიწყო - ფილმის რეჟისორი აარონ სორკინი იქნება
  • ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2025 - 12:37ოქროს ჟოლოს რიგით 45-ე დაჯილდოების ნომინაციები ცნობილია
  • პარასკევი, 17 იანვარი, 2025 - 13:24კაილ მაკლაქლენის გამოსამშვიდობებელი წერილი დევიდ ლინჩს
  • პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024 - 16:212024 წელს გამოსული 10 საუკეთესო ფილმი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:54

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:40

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:34

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში