ოქტომბერში ბროდვეის თეატრში, ბრიტნი სპირსის სიმღერებით შედგენილი და დისნეის პრინცესების მონაწილეობით ფემინისტური ხასიათის მიუზიკლი დაიდგმება.
მიუზიკლს "Once Upon a One More Time" ერქმევა და ის ბრიტნი სპირსის 23 სიმღერას მოიცავს.
მიუზიკლში პერსონაჟები დისნეის პრინცესები იქნებიან, რომლებიც ბეტი ფრიდანის ფემინისტურ წიგნს "Feminine Mystique"-ს წაიკითხავენ და ისეთ საკითხებზე დაფიქრდებიან, რაც აქამდე საერთოდ არ აინტერესებდათ.
"ფიფქიას ეგზისტენციალური კრიზისი დაეწყება. ეს ქალები სტერილურ გარემოში ცხოვრობდნენ, უცბად კი დაიწყეს მოდერნულ იდეებზე ფიქრი - მეორე და მესამე ტალღის ფემინიზმზე", - თქვა სცენარისტმა.
მიუზიკლის დადგმის იდეას თავად ბრიტნი სპირსიც გამოეხმაურა.
"ძალიან მიხარია რომ იდგმება მიუზიკლი ჩემი სიმღერებით, განსაკუთრებით კი მიხარია იმ მაგიური პერსონაჟების გამო, რომლებშიც გავიზარდე. მე ამით ოცნება ავიხდინე", - თქვა ბრიტნი სპირსმა.