ურანი

სუს: "ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ, დაკავებულია 2 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე, ქობულეთში ორი პირი დააკავეს. სუს-ის ცნობით, გოჩა გ. და რომან ქ. ბირთვული მასალა "ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ.

"დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან-238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის" - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

კომენტარები