მგზავრთა ნაკადი

აეროპორტების გაერთიანება: წინა წლის თებერვალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 625,236 მგზავრს მოემსახურა. რაც 25% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500,687 მგზავრი).

თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445  მგზავრს მოემსახურა, რაც 13 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 210,802 მგზავრი ).ასევე 2 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა (2018 წელი 433,202 მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111% გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა (2018 წლის თებერვალში 22,514 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  103,468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112% მეტია. (2018 წლის 2 თვე 48,859).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 2019 წლის თებერვალში14,278 მგზავრმა ისარგებლა. რაც 87% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი 7,625 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 67%-ით გაიზარდა და 30,251 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 18,129 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი - 107 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის თებერვალში 35 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 30% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი - 27 მგზავრი 3 რეისი მგზავრების ზრდა 30%).

ჯამში, 2 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა რაც 80% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი - 497). 

კომენტარები