წულუკიანი ღარიბაშვილზე: იყო მოთხოვნა მის დაბრუნებაზე, ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ

მე ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში ვმსახურობდი, მასთან მიმუშავია, ვიცი მისი პოზიციები და მიდგომები მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის შემდეგ მე მასთან არ მქონია კონტაქტი, ვფიქრობ, მისი პოზიციები არ შეიცვლებოდა და სწორედ ამან განაპირობა ის რომ ის დაბრუნდა, რომ იყო მოთხოვნა მის დაბრუნებაზე, რომ ის შემოგვიერთდა კვლავ და არ დაგიმალავთ, რომ ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ვისთან ერთადაც ჩვენ სწორედ 2011-2012 წლებში ვიბრძოდით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, რუსთავი ორთან საუბრისას.

კომენტარები