დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

შალელაშვილი: პარლამენტში ჰაერში დადის ხმები, რომ კობახიძის იმპიჩმენტს ამზადებენ

2020news.ge

დეპუტატი შოთა შალელაშვილი რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" დატოვების და უშუალოდ "ქართულ ოცნებაში" გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ის პარლამენტის თავმჯდომარეზეც საუბრობს. მისი თქმით, "პარლამენტში ჰაერში დადის ხმები, რომ [კობახიძის] იმპიჩმენტს ამზადებენ". კითხვას, ვინ ამზადებს იმპიჩმენტს, დეპუტატი პასუხობს, რომ ეკა ბესელია.

ირაკლი კობახიძის შეფასებისას შალელაშვილი ამბობს, რომ იყო ჯგუფი, რომელიც "მონოპოლურად მართავდა პარლამენტს" და ყველა პრობლემები აქედან არის. მისი აზრით, პრობლემა გადაწყდება, რადგან ვისაც უმრავლესობის დატოვება უნდა, დატოვებს.

კითხვას, დაუჭერს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტს მხარს, დეპუტატი ასე პასუხობს:

"როგორც იტყვიან, მივიდეთ ხიდამდე და ხიდს მერე გადავალთ".

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა მმართველ გუნდში დაპირისპირება და როგორ აფასებს მის საქმიანობას. შოთა შალელაშვილის თქმით, ივანიშვილი რომ არა, "ქართული ოცნება" დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა.

"ბატონი ბიძინა უნდა ნახოთ თქვენ უმრავლესობის სხდომაზე თუ როგორ ვირტუოზად მართავს ის სხდომას. თვითონ ბატონი ბიძინაა მმართველი, თორემ ქართული ოცნება დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა", - აღნიშნა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძესა და არჩილ თალაკვაძესთან ერთად უძღვებოდა, პარტიის წევრებმა კობახიძის იმპიჩმენტზე მსჯელობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.

კომენტარები