ნიკო ფიროსმანი

ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატები გამოიფინა

კულტურის სამინისტრო

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენს გაიხსნა.

ღონისძიებას მიწვეულ სტუმრებთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვინსენტ ვან გოგის ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი ბიჩე ქურიგა ესწრებოდნენ. 


ფოტო: კულტურის სამინისტო

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიციაზე 29 ტილოა წარმოდგენილი. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი. 

მუზეუმი გამოფენას 1 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

კომენტარები