კრიმინალი

თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობისთვის 1 კაცი დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დაღეთში მოქალაქის კუთვნილი 7 ცხენი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ცხოველები პატრონს დაუბრუნეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები