დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე: ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მედიატორი და გახდა მხარე

ქართულ ოცნებას თუ ეყოლებოდა მედიატორი, რომელიც მხარეთა შემრიგებლურ პოზიციაზე იმუშავებდა და არ იქნებოდა თვითონ მხარე, ეს მოგვცემდა გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს სამოქმედოდ და ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ბატონი ბიძინა ამ პირობას იძლეოდა კიდეც, მე მგონია, რომ ამ [მოსამართლეების] საკითხთან დაკავშირებით, ის გახდა მხარე... მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მედიატორი და არის მხარე ამ დავაში, ეს არის ცუდი საერთო პროცესისთვის

დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელმაც ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვა.

კომენტარები