დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე: არ მექნება აგრესიული რიტორიკა ივანიშვილისადმი, არა იმიტომ, რომ ამას არ იმსახურებს

მე და ბიძინა ივანიშვილი ვერ შევთანხმდით მთავარ საკითხზე - რა განსხვავებული აზრიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უფლება, რომ ამ განსხვავებული აზრის თაობაზე ქართველ ხალხს ველაპარაკოთ. თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ მე დავიწყებ რაღაც აგრესიულ რიტორიკას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს არ იქნება და არა იმიტომ, რომ ის ამას არ იმსახურებს. მე მგონია, რომ მე არ მაქვს ამის უფლება. როდესაც ტოვებ პოლიტიკურ გუნდს, რომლის წევრიც 6 წელზე მეტ ხანს იყავი, როდესაც შენ თანამონაწილე ხარ ძალიან ბევრი პროცესის და ამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამაში, ამაში, ამაში მართალი. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემოქმედი იყო ქართველი ხალხი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იმის მერე ძალიან ბევრი პოზიტიური მოხდა, მაგრამ დღეს რომ მე მოვდივარ, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ვხედავ იმ ნეგატივს, რის გამოც მოვდივარ, შესაბამისად, მე მაქვს პრეტენზიები, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთანაც, მაგრამ თუ ჩემი რიტორიკა იქნება აგრესიული მის მიმართ, მე არა მგონია, რომ ეს სწორი იყოს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელმაც ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვა.

კომენტარები