Pose-ს ვარსკვლავი ბილი პორტერი ოსკარის დაჯილდოებაზე შავი ხავერდის კაბით მივიდა

მსახიობი ბილი პორტერი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე კაბით მივიდა.

Pose-ის ვარსკვლავი კამერების წინ კრისტიან სირიანოს შავი ხავერდის კაბით პოზირებდა. 

49 წლის მსახიობი საღამოზე ადამ პორტერ სმიტთან ერთად მივიდა, რომელზეც 2017 წელს დაქორწინდა. 

მსახიობი დიდი ხანია თავისი ექსტრავაგანტული ჩაცმულობით გამოირჩევა.

კომენტარები