დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე: გადმოცემით ვიცი, რომ რაღაც მსგავსი ტექსტი იყო, მე არ ვარ საერთოდ არანაირ ჩატში

მე გადმოცემით ვიცი, რომ რაღაცა მსგავსი ტექსტი იყო ჩატში ჩაგდებული, მაგრამ ვინაიდან მე ამ ჩატში არ ვარ, დანამდვილებით ვერ გეტყვით, ტექსტი რას გულისხმობდა. გადმოცემით ვიცი, რომ რაღაცა ტექსტი იყო, რომელიც ხმის მიცემის ნეგატიურ შედეგებზე საუბრობდა, მაგრამ ტექსტის დეტალებზე ვერაფერს ვერ გეტყვით.

არ ვარ საერთოდ არანაირ ჩატებში, არასდროს არ ვყოფილვარ ჩატში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ტაბულას წყაროს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა. გედევან ფოფხაძე ერთერთია უმრავლესობის იმ 17 დეპუტატს შორის, რომელმაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები