NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ლადო აფხაზავა

"ჩვენ ვამაყობთ თქვენით" - როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში (ფოტოები)

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2019 - 14:11
tbl.ge/3hv5
დაკოპირდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ მე ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს“ - ამბობს ლადო აფხაზავა.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენს - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 000 000 დოლარია, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი გამორჩეული პროგრამაა "დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

ლადო აფხაზავამასწავლებლის ეროვნული ჯილდო

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 6 მაისი, 2024 - 22:48ლადო აფხაზავას 600-მდე მასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს
  • კვირა, 5 მაისი, 2024 - 22:52აფხაზავა: სადარბაზოსთან მანქანა გააჩერეს, დამიწყეს გინება, ჩემს ბიჭსაც დაარტყეს
  • კვირა, 5 მაისი, 2024 - 21:57ლადო აფხაზავას საკუთარ სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
  • ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019 - 16:17ჩიბათის საჯარო სკოლაში ლადო აფხაზავას სიმბოლურად ვარსკვლავი გაუხსნეს - ვიდეო
  • კვირა, 24 მარტი, 2019 - 20:38მიხეილ ბატიაშვილი: ლადო აფხაზავა და ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:23

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:14

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 19:03

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 18:50

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ

რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 18:27

რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი

ყველაზე კითხვადი

"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
1"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
2ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
3ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
42015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
5დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში