ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მანქანების რაოდენობასაც თუ შევხედავთ, დღეს თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წელს 6-7%-ით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, რაც სერიოზული პრობლემაა.
თუ არაფერი შევცვალეთ, ალბათ ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება ქალაქში, სწორედ მიტომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს ნაკლებ მანქანას ქალაქში და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.