უვიზო მიმოსვლა

კვიპროსი, იტალია - ქვეყნები, რომლებმაც იანვარში ქართველებს ყველაზე მეტი უარი უთხრეს

იანვრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 185 მოქალაქეს უთხრეს. ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებმა კვიპროსის (37), პოლონეთის (25) და იტალიის (39), ესპანეთის (27) და საფრანგეთის (22) მესაზღვრეებისგან მიიღეს.

ქვეყანაში შესვლაზე ქართველებისთვის არც ერთი უარი არ უთქვამს ავსტრიას (გაემგზავრა 2 355), ნიდერლანდებს (გაემგზავრა 711), ლიეტუვას (გაემგზავრა 666), დანიას (გაემგზავრა 103), შვედეთს (გაემგზავრა 205), ბულგარეთს (გაემგზავრა 119), ხორვატიას (გაემგზავრა 12), ლუქსემბურგს (გაემგზავრა 15), ჩეხეთს (გაემგზავრა 1618), შვეიცარიას (გაემგზავრა 370), ესტონეთს (გაემგზავრა 113), სლოვაკეთს (გაემგზავრა 4), სლოვენიას (გაემგზავრა 3), პორტუგალიას (გაემგზავრა 98), ფინეთი (გაემგზავრა 44), ისლანდია (გაემგზავრა 1).

კომენტარები