NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მეგობრობა

ქალი რესტორანში ნაყიდი კვერცხიდან გამოჩეკილ იხვს დაუმეგობრდა - ფოტოები

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2019 - 17:59
tbl.ge/3hb9
დაკოპირდა

იდეალური შინაური ცხოველის არჩევა ძალიან რთულია. შინაური ცხოველის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაცაა. მასზე უნდა იზრუნოთ, დააკმაყოფილოთ მისი მოთხოვნები. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ყოველთვის არ მოგეწონებათ მისი საქციელი, ბევრჯერ გაგაბრაზებთ, თუმცა, დღის ბოლოს ის ისევ უნდა გიყვარდეთ.  

ქალაქში მცხოვრებლებისთვის ეს ყველაფერი უფრო რთულია, თუმცა ამ მალაიზიელმა ქალმა გარისკა და მეტიც, იხვის ჭუკის გაზრდა გადაწყვიტა. 

39 წლის პროფესორმა, ერიკა ლიმმა, რომელიც კუალა ლუმპურიდანაა ვიეტნამურ რესტორანში განაყოფიერებული კვერცხი იყიდა. რესტორანში ბალუთი იყიდება. ბალუთი ფილიპიმური კერძია, რომელიც მზადდება ფრინველის განვითარების პროცესში მყოფი ემბრიონისგან, რომელსაც ხარშავენ. ლიმ ის იმპულსურად იყიდა და გადაწყვიტა სახლში გამოეჩეკა.


ფოტო: boredpanda

ცნობისმოყვარეობის გამო ქალმა ინკუბატორი ააწყო, რამდენიმე ნათურა დააყენა სითბოსთვის და შიგნით კვერცხი მოათავსა. 2 კვირის შემდეგ, მისდა გასაკვირად კვერცხიდან იხვის ჭუკი გამოიჩეკა და ერიკა "დედა" გახდა. 


ფოტო: boredpanda

ფოტო: boredpanda

ლიმს ის თავიდანვე შეუყვარდა და ექსპერიმენტი დიდ მეგობრობად გადაიქცა. ჭუკს თავიდან დეიზი დაარქვა, თუმცა შემდეგ ბიბიტის დარქმევა გადაწყვიტა. 


ფოტო: boredpanda

გასაკვირი არაა, რომ ბიბიტს წყალი უყვარს და ხშირად ნებივრობს აბაზანაში. ლიმი ამბობს, რომ თუ ბიბიტი ჩუმადაა, ე.ი რაღაც ჩაიფიქრა. ხშირ შემთხვევებში კი აღმოჩნდება რომ მან რაღაც გააფუჭა აბაზანაში. 

ბიბიტს ძალიან უყვარს ერიკასთან ერთად დივანზე ჯდომა, როცა სამსახურიდან მოსული დაღლილი ლი ნეტფლიქსს უყურებს ან წიგნს კითხულობს. მეტიც, ქალი ამბობს, რომ ის პაემანის დროს კინოტეარშიც წაიყვანა, სადაც იხვი ძალიან კარგად იქცეოდა და ფილმითაც ისიამოვნა. 

ერიკას თქმით, ბიბიტი ყოველ 25 საათში კვერცხსაც დებს, რომელიც მასაც ყოფნის და მეგობრებსაც უზიარებს. 

"იხვები მშვენიერი კომპანიონები არიან. ჩემი ბიბიტი ძალიან ყურადღებიანი და თბილია. იმედია, ბევრი მიხვდება, თუ როგორი სასიამოვნოა სახლში იხვის ყოლა",- ამბობს ერიკა ლიმი. 

საბოლოოდ ბიბიტი ქალაქელი იხვია, რომელმაც იცის როგორ უნდა ისიამოვნო ქალაქში ცხოვრებისას.

იხვიმალაიზიაშინაური ცხოველებიმეგობრობაფრინველი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 4 დეკემბერი, 2019 - 13:52ქალები, რომლებიც 80 წელია მეგობრობენ, ხანდაზმულთა ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში