ხანძარი

სადგურის მოედანზე ხანძარია, ადგილზე 16 სახანძრო მანქანაა მობილიზებული

სადგურის მოედანზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს გაუჩნდა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია 200-250 მ2 ფართი.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

კომენტარები