Facebook-მა მესენჯერს ახალი ფუნქცია დაამატა - მესიჯების გაუქმება გაგზავნიდან 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. თუ ტექსტს გაგზავნიდან ათი წუთის განმავლობაში "დააკლიკავთ", მონიშნავთ Remove-ს და შემდეგ Remove for Everyone-ს, მესიჯი წაიშლება. "ჩატში" მყოფ ადამიანს შეტყობინება მიუვა, რომ ტექსტი წაშალეთ, თუმცა, ის წაშლილ ტექსტს ვერ ნახავს.
ახალი ფუნქცია მესენჯერის iOS-ისა და ანდროიდის აპლიკაციებში დღეიდან ხდება ხელმისაწვდომი.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

