Instagram-ის კვერცხი

Instagram-ის კვერცხი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიის ნაწილი იყო

GETTY IMAGES

Instagram-ის ყველაზე მოწონებადი კვერცხის ფოტო სოციალური კამპანია აღმოჩნდა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ეძღვნება. 

Instagram-ის ანგარიშზე @world_record_egg დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ კვერცხი, რომელიც Eugene-ის სახელწოდებითაა ცნობილი, მსხვრევას იწყებს, რადგან ვეღარ უძლებს იმ დატვირთვას, რაც მის მიმართ ამხელა ყურადღებამ გამოიწვია. 

"გამარჯობა. მე მსოფლიო რეკორდის მომხსნელი კვერცხი ვარ (შესაძლოა, გსმენია ჩემ შესახებ). ცოტა ხნის წინ მსხვრევა დავიწყე. სოციალური მედიის მხრიდან წამოსული დატვირთვა ძალიან მაწვება. თუკი შენც იტანჯები, ვინმეს გაესაუბრე,"- იკითხება ვიდეოს შეტყობინებიდან. 

ვიდეოს ბოლოს კვერცხი თავდაპირველ ფორმას უბრუნდება. 

იანვარში გამოქვეყნებულ კვერცხის ფოტოს ამ დროისთვის 52 მილიონი მოწონება აქვს. როდესაც პირველად გამოჩნდა კვერცხის ფოტო სოციალურ ქსელში, ყველას ეგონა, რომ ამას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - გადაესწრო კაილი ჯენერის ყველაზე მოწონებადი ფოტოსთვის და მისთვის "Instagram-ის დედოფლის" სტატუსი ჩამოერთვა. ეს აზრი კვერცხის ფოტოს აღწერიდან გაჩნდა:

"მოდი, ერთად დავამყაროთ მსოფლიო რეკორდი და Instagram-ზე ყველაზე მოწონებადი პოსტი შევქმნათ, რითიც გადავაჭარბებთ კაილი ჯენერის რეკორდს, რომელსაც 18 მილიონი მოწონება აქვს". 

კვერცხ Eugene-ს სულ რაღაც 9 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ რეალითი შოუს მონაწილე ვარსკვლავისთვის გადაესწრო. 

კვერცხის მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპის 6-ვე ფოტო Instagram-ზე რიგრიგობით ქვეყნდებოდა 4 იანვრის შემდეგ. ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოს ბოლოს კვერცხი თავდაპირველ მდგომარეობაში და აღწერაში ვკითხულობთ:

"ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. თუკი თქვენც გრძნობთ ზეწოლას, ეწვიეთ talkingegg.info-ს იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი". 

კომენტარები