არავის განკვეთა ჩვენ არ მოგვითხოვია. ჩვენ ვთქვით, რომ პეტრე ცაავა არ უნდა იყოს მმართველი მღვდელმთავარი. რაც შეეხება მეუფე საბას და მეუფე გრიგოლს, საუბარი იყო იმაზე, რომ ეკლესია არ არის NGO. ჩვენ კი არ გვგონია ეკლესია პოლიტიკური პარტია, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ მეუფე საბას არ ესმის, რომ მისი განცხადებები არ უნდა იყოს პოლიტიკურ ჭრილში. წერილები კიდევ იქნება, დაელოდეთ. წერილები, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის
tbl.ge/3ggb
დაკოპირდა
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი დავით თარხან მოურავი მეუფე საბას პასუხობს, რომელიც ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილს თავხედურ ქმედებას უწოდებს. მეუფე საბას თქმით, საპასუხო განცხადებები სინოდის სხვა წევრებმაც უნდა გააკეთონ და თავად ამ საკითხს, სინოდის სხდომაზე განსახილველად გაიტანს. პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა, საპატრიარქოს ოფიციალური წერილით მიმართეს და მოუწოდეს უკრაინის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭირონ.