კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხება [მოსამართლეთა შერჩევის] კრიტერიუმებს და პროცედურას. აქ განსხვავებული პოზიცია არის დღეს. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ერთი საერთო ხედვა და ეს პოზიცია არის მათ შორის თანხვედრაში ბევრ ჯგუფთან, იურიდიულ პროფესიასთან, ადვოკატებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. ის ვერსია, რაზეც საუბრობდა დღეს ირაკლი კობახიძე არის განსხვავებული, ამიტომ, საბოლოოდ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. რაზეც ჩვენ შევთანხმდით, არის ის, რომ უნდა გაგრძელდეს ამაზე კიდევ სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, ის, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში ნებისმიერი პრინციპი, რასაც მივიღებთ, ეს არის უდაო და 2X2=4 და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. თუმცა, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ იმიტომ, რომ არსებობს ორი განსხვავებული ხედვა
tbl.ge/3gaa
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, კომენტარი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- "ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, რომელსაც ივანიშვილი უხელმძღვანელებს
- საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
- უმრავლესობის სხდომა დღეს 18:00 საათზე გაიმართება
- დღეს, პირველ სექტემბერს, უმრავლესობის სხდომა გაიმართება
- ბესელია: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ ვუჭერ