არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი. ახლა მთავარია, სიტუაცია დამშვიდდეს, მოხდეს შერიგება. თუნდაც დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია, ვეტერანი სპორტსმენები არიან, ისინი ახალგაზრდა სპორტსმენები და უნდა მოხდეს შერიგება. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი არ გვყავს და მით უმეტეს ასეთი სპორტსმენის გადინება საქართველოდან, ეს დაუშვებელია
დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში
ხაბარელი: უნდა მოხდეს შერიგება, დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია
tbl.ge/3fky
დაკოპირდა
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ხაბარელი ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის და სპორტის ფედერაციის თავმჯდომარის გეგა გეგეშიძის დაპირისპირების შესახებ. ცნობისთვის, დათუნაშვილზე ძალადობაში ბრალდებული გეგა გეგეშიძე სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ამავე თემაზე
- ფედერაცია: დათუნაშვილის გაშვება-არგაშვებაზე არ გვიმსჯელია და არც მისთვის გვიცნობებია რამე
- ზურაბ დათუნაშვილი: იძულებული გამხადეს, კარიერაზე უარი ვთქვა
- გეგეშიძე: ჩხუბი მოხდა, მოხდა, რატომ გადააქვთ ეს ელემენტარული ჩხუბი პოლიტიკურ ჭრილში
- დათუნაშვილი: თუ გეგეშიძე ფედერაციას ჩამოსცილდება, ქვეყნიდან წასვლას აზრადაც არ გავივლებ
- დათუნაშვილი: გეგეშიძემ სხდომაზე ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე ასეთი პრეზიდენტი არ მინდა