უზენაესი სასამართლო

ფოფხაძე: თუ ამ მოსამართლეებს ვაღიარებთ, ყვავილებით დავხვდეთ აეროპორტში სააკაშვილ-ადეიშვილს

თუ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ეს მოსამართლეები მსხვერპლი იყვნენ, მე არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები, რომელთა მიმართაც შეიძლებოდა ვიღაცას ეთქვა, რომ მოდით, ნუ დავიჭერთ და ნუ ვიქნებით შურისმაძიებლები, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვემწესებინა უვადო მოსამართლეებად. მით უმეტეს, უზენაეს სასამართლოში მათი დანიშვნა დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დამდგარიყო.

თუ ამ პროცესში უკან დავიხევთ და კიდევ ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეების ადგილი სასამართლო სისტემაში და მართლმსაჯულებაშია, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, რომ ყვავილებით წავიდეთ აეროპორტში და დავხვდეთ მიხეილ სააკაშვილსა და ზურა ადეიშვილს, რა. მოსამართლეების ეს კორპუსი მათ შექმნეს, მათი მენტალობით და პოლიტიკური მონაწილეობით შეიქმნა

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები