R.Kelly

ძალადობა, ბავშვთა პორნოგრაფია და სხვა - R Kelly-სთან კონტრაქტი Sony-მ, Apple-მა და სხვებმა შეწყვიტეს

Scott Olson/Getty Images

მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელი მუსიკოსი, R Kelly ხელშეუხებელი ჩანდა და პოპ-მუსიკის სამყაროში დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. 

მიმართ მძიმე ბრალდებები წლების განმავლობაში ისმოდა - ბავშვთა პორნოგრაფია, არასრულწლოვან გოგოებთან გარყვნილი ქცევა და სხვა, თუმცა, ყოველ ჯერზე მუსიკოსმა სასჯელს თავი აარიდა. 

რამდენიმე კვირის წინ კი მაყურებლებმა დოკუმენტური ფილმიც იხილეს, სახელწოდებით "R Kelly-სგან გადარჩენა" (Surviving R. Kelly), სადაც მუსიკოსის დანაშაულების შესახებ დეტალურად არის საუბარი. მსხვერპლები ამბობენ, რომ მუსიკოსი მათზე სხვადასხვა ფორმით ათეულობით წლები ძალადობდა. 

ლედი გაგამ რამდენიმე დღის წინ ბოდიშიც მოიხადა R Kelly-სთან თანამშრომლობის გამო და მათი ერთობლივი ნამუშევარი გაყიდვიდან ამოიღო. 

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსთან თანამშრომლობა ხმის ჩამწერმა კომპანიამ, RCA-მაც შეწყვიტა. ლეიბლს სონი ფლობს. 

მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე დღეა, R Kelly-ის სიმღერები I believe I can fly და Ignition მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. 

მუსიკოსის სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი

1994 წელი - R Kelly, რომელიც მაშინ 27 წლის იყო, 15 წლის გოგოზე, სახელად Aaliyah დაქორწინდა. ქორწინების ცერემონია საიდუმლოდ ჩატარდა. მალევე ერთ-ერთმა ჟურნალმა გამოარკვია, რომ გოგომ ქორწინების მოწმობის გაფორმებისას ტყუილი თქვა და ის არა 18-ის, არამედ 15 წლის იყო. ქორწინება 1995 წელს განულდა. 

ინტერვიუებში აალია, რომელიც თავადაც მომღერალი იყო, ამბობდა, რომ ის და არ კელი ერთმანეთთან მართლაც ახლოს იყვნენ და ხალხს მათი ურთეიერთობა არასწორად ესმოდა. 

R Kelly-ის, თავის მხრივ, აალიასთან ურთიერთობის შესახებ თითქმის არასდროს უსაუბრია 2001 წლამდე - ამ წელს მომღერალი ქალი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. აალია არც კელის ავტობიოგრაფიაშია ნახსენები, რომელშიც ავტორი წერს, რომ "წიგნში ზოგიერთი ეპიზოდი სხვადასხვა რთული მიზეზის გამო ვერ მოხვდა". 

1996 წელს R Kelly-ის ტიფანი ჰოუკინსმა "პიროვნული ტრავმების და ემოციური ძალადობის" გამო უჩივლა, რომლითაც, როგორც მან თქვა, კელისთან 3-წლიანი ურთიერთობის დროს იტანჯებოდა. 

სასამართლოს დოკუმენტებში წერია, რომ მან კელისთან სექსუალური ურთიერთობა 1991 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო. ამ დროს მუსიკოსი 24 წლის იყო. ურთიერთობა 3 წლის შემდეგ დასრულდა, როდესაც ჰოუკინსი 18 წლის გახდა. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ის 10$ მილიონს ითხოვდა, თუმცა მხოლოდ 250 000$ მიიღო. კელის სპიკერის თქმით, ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა იმ ბრალდებებზე, რაზეც საუბრობდა. 

2001 წელს R Kelly-ის სტაჟიორმა უჩივლა "სექსუალური ინციდენტის" გამო, რომელშიც მუსიკოსმა მაშინ გახვია, როდესაც თვითონ 17 წლის იყო. 

გოგო, რომელიც Epic Records-ის ინთერნი იყო, ამბობს, რომ R Kelly მისი ცხოვრების ყველა ასპექტის გაკონტროლებას ცდილობდა, მისი გადადგილების ჩათვლით, რის გამოც მან სასამართლოში იჩივლა. თუმცა, საქმე გაურკვეველი შედეგით დასრულდა. 

2002 წელს R Kelly-ის ჩიკაგოელმა პატრისია ჯონსმა უჩივლა. ის ამტკიცებდა, რომ მუსიკოსისგან მაშინ დაფეხმძიმდა, როცა არასრულწლოვანი იყო, შემდეგ კი კელიმ მას აბორტის გაკეთება აიძულა. 

ასევე, ქალმა, სახელად მონტანა ვუდსი კელის იმის გამო უჩივლა, რომ მუსიკოსმა მასთან სექსი შეთანხმების გარეშე ჩაიწერა. ჩანაწერი მოგვიანებით პორნოსაიტებზე გავრცელდა. 

სასამართლოში დავა ამ ორივე შემთხვევაშიც ისე დასრულდა, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. 

R Kelly 2002 წელს ბავშვთა პორნოგრაფიაში დაადანაშაულეს

როგორც ამბობენ, კელიმ ბავშვთა პორნოგრაფია 21-ჯერ ჩაწერა. ვიდეოები სქესობრივ კონტაქტს, ორალურ სექსს და სექსის სხვა ფორმებს ასახავს. პოლიციამ კელის თითოეული ამ ჩანაწერისთვის წარუდგინა ბრალი. ყველა ბრალდება ერთ გოგოსთან არის დაკავშირებული, რომელიც 1984 წელს დაიბადა. 

იმავე წელს კელი იმ ვიდეოს გამო დააკავეს, რომელიც "ჩიკაგო სან თაიმსს" ანონომურად გაუგზავნეს. ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდა. მუსიკოსს 750 ათასი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. მუსიკოსმა ბრალდებები უარყო და სასამართლოშიც ამავეს ამტკიცებდა. 

საქმის განხილვა სასამართლოში 6 წელს გაგრძელდა, ამავე პერიოდში კელიმ თავისი წარმატებული ალბომი Trapped In The Closet გამოუშვა. ასევე წარადგინეს "ფერადკანიანთა წარმატების ეროვნული ასოციაციის" ერთ-ერთ ჯილდოზე, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მათ არ ჰქონდათ მტკიცებულება, რომ ვიდეოში ასახული გოგო არასრულწლოვანი იყო და R Kelly უდანაშაულოდ სცნეს. 

R Kelly ბავშვთა პორნოგრაფიის 12 ვიდეოს შექმნისთვის დასდეს ბრალი. ის ფლორიდაში, მისსავე სახლში დააკავეს. პოლიციამ სახლიდან კამერებიც ჩანაწერებიც ამოიღო, რომელშიც ჩანს, რომ მუსიკოსს არასრულწლოვან გოგოსთან ჰქონდა სექსი.

მუსიკოსს ბრალდებები მაშინ მოეხსნა, როდესაც მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარეს კელის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა.  

2017 წლის გაზაფხულზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კელის 6 ქალი ჰყავს დატყვევებული და მათზე სექსუალურად ძალადობს. 

გავრცელებულ სტატიაში ეწერა, რომ ახალგაზრდა გოგოებს კელი თავიდან მუსიკალურ კარიერაში დახმარებას ჰპირდებოდა, შემდეგ კი მათი ცხოვრების მთლიანად გაკონტროლება დაიწყო, მათი კვების, ტანსაცმლის, აბაზანის და ძილის ჩათვლით. მათთან ამყარებდა სექსუალურ ურთიერთობებს და ამას ვიდეოზე იწერდა. 

ასევე აკონტროლებდა მათ მობილურ ტელეფონებს და უკრძალავდა ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობას. 

კელიმ ბრალდებები, რა თქმა უნდა, ამჯერადაც უარყო. 

თუმცა, ამის შემდეგ მსხვერპლებმა პრესას მიმართეს. 

2018 წელს გაჩნდა კამპანია #MuteRKelly (გააჩუმე R Kelly), ასევე, ადამიანებმა უარი თქვეს მასთან მუშაობაზე, სხვა მუსიკოსებმა ბოდიში მოიხადეს მასთან თანამშრომლობისთის, სონის ხმის ჩამწერმა ლეიბლმა RCA კელისთან კავშირი გაწყვიტა, კონტრაქტი შეწყვიტეს Spotify, Apple Music and Pandora-მ და თავიანთი პლატფორმებიდან მისი სიმღერები წაშალეს. 

თუმცა, კელიმ მაინც თქვა, რომ მის წინააღმდეგ მსგავსი კამპანია "ძალიან დაგვიანებულია" 

ამასობაში, კიდევ ერთმა ყოფილმა პარტნირომა კელის იმის გამო უჩივლა, რომ მას განზრახ გადასდო სექსუალური გზით გადამდები დაავადება. 

მუსიკოსის წარმომადგენელი ამბობს, რომ R Kelly კვლავ ყველა ბრალდებას უარყოფს. 

კომენტარები