თეა წულუკიანი

წულუკიანი საპროკურორო საბჭოზე: ვულოცავ თითოეულ პროკურორს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას

პარლამენტი

დღეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ხელმძღვანელობით საპროკურორო საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა. მინისტრმა წულუკიანმა ამის შესახებ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

წულუკიანის შეფასებით, დღეს საქართველოს პროკურატურის ორგანოები აღმასრულებელი ხელისუფლებისგან საბოლოოდ დამოუკიდებლები გახდნენ. მინისტრმა პროკურორებსა და მთლიან უწყებას "ინსტიტუციური დამოუკიდებლობა" მიულოცა. 

"დღეს ჩვენ 5-წლიანი რეფორმების პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ და ყველას გვახსოვს, რომ ქართულმა ოცნებამ 2013 წლის მაისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის იდეები გაიზიარა და ჩვენ დავადექით მაშინ გზას პროკურატურის გაძლიერების, დამოუკიდებლობის და ინსტიტუციური დაცულობის პროცესში. ჩვენ გვახსოვს, ასევე, ის, რომ იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის მაისში მოიხსნა საპროკურორო უფლებამოსილებები," - თქვა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე საპროკურორო საბჭოს ახალ ხელმძღვანელს, ნანა ხუნჯუას, თანამდებობაზე არჩევაც მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. 

კომენტარები