საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
"სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.





