ფულადი გზავნილები

დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან $56 მლნ ფულადი გზავნილი შემოვიდა, რუსეთიდან - $43.8 მლნ

atmit.net

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 150.9 მლნ აშშ დოლარია. ეს 9.1%-ით ($12.5 მლნ) მეტია 2017 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე.


ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2018 წლის დეკემბერში შემოსული ფულადი გზავნილების 37.1% (56 მლნ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნების ხვედრითი წელი 32.2% იყო.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფული ($20 მლნ) იტალიიდან გამოგზავნეს, მეორე ადგილზე ($17 მლნ) საბერძნეთია, ხოლო მესამეზე - ესპანეთი ($4.1 მლნ). 

2018 წლის დეკემბერში საქართველოში რუსეთიდან გამოგზავნეს 43.8 მლნ დოლარი, აშშ-დან 15.1 მლნ, ისრაელიდან - 13 მლნ, თურქეთიდან - 7.8 მლნ.

კომენტარები