რუსთავი-თბილისი

რუსთავი-თბილისი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური 2 ლარი გახდა

რუსთავი 2

რუსთავი-თბილისი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური 50 თეთრით გაძვირდა და 1,50 თეთრის მაგივრად 2 ლარი გახდა.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ფასი მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს. მძღოლების თქმით კი, მათი გადაწყვეტილების მიზეზი საწვავზე, მანქანის ნაწილებსა და პროდუქტებზე გაძვირებული ფასები გახდა.

რამდენიმე დღის წინ მძღოლებმა რუსთავის მერიასთან ფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა აქციას რუსთავის მერიის მხრიდან კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია.

კომენტარები