თეა წულუკიანი

წულუკიანი მურუსიძეზე: არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა, არც მისი გამუდმივება მომწონს

ლევან მურუსიძემ სრულიად სწორად ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე მეკითხება ჩემს სუბიექტურ, მოქალაქისა და მინისტრის აზრს. მან ასევე მართალი ბრძანა, როდესაც თქვა, რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს განსხვავებულ პრინციპს, ვიდრე ეს არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყნაში. ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არ არის არავითარ კავშირში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და მე არ გახლავართ ის მინისტრი, რომელიც ცდილობს, კონსტიტუცია დაარღვიოს და აკონტროლოს მოსამართლეები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან მურუსიძეზე, რომელიც გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

კომენტარები