სირია

სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

syrianfreepress.wordpress.com

სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნული ფაქტი ტაბულას ​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

დაღუპულის ასაკს უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა სხვადასხბა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა 14 წლის იყო, გარდაცვალების მიზეზად კი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა სახელდება. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ დრომდე არ დასტურდება.

სუს-ში არ საუბრობენ მომზდარის შესახებ სხვა დეტალებზეც.

კომენტარები