გაზის ტარიფი

ნათელაშვილი: ევროპა შეაზანზარეს ყვითელჟილეტიანებმა, ვიწყებთ წითელჟილეტიანთა მოძრაობას

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან აქციას მართავს. ნათელაშვილი ამბობს რომ კომისია გაზის ტარიფის გაძვირებას აპირებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წითელჟილეტებიანის მოძრაობას იწყებს. 

„როგორც მოგეხსენებათ, ოლიგარქიულმა რეჟიმმა მასობრივი გაყალბებით, მოსყიდვით, ზეწოლით და ყველანაირი მამაძაღლობით გაინაღდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი ამჯერადაც და არჩევნებში ფულები რაც დახარჯა, უნდა, რომ ასმაგად და ათასმაგად ამოიღოს ჩვენი ხალხისგან. დღეს ეს ბანდა აპირებს გაზის ტარიფის გაძვირებას. იმ გაზის ტარიფისა, რომელიც მოდის საზღვრამდე ძალიან იაფად და მერე ივანიშვილის, კალაძის და ბეჟუაშვილის ბანდის წყალობით ხდება ათმაგი და გაუსაძლის მდგომაროებაში აყენებს მოსახლეობას, რომელსაც ისედაც სული ამოხადეს. მთელი ევროპა შეაზანზარა ყვითელ ჟილეტიანთა მოძრაობამ, მთელი პარიზი. არავინ არ პატიობს მსოფლიოში ხელისუფლებას ყაჩაღობას უგულობას, გადასახედების გაზრდას, რაც უნდა დემოკრატიის ნიშნით იყვნენ ისინი მოსული. დღეს დაგვიჯდა საბანკო დირექტორია უკანონოდ ხელისფულების სათავეში და ფულის გაკეთება უნდა პურის ჩვენი არსებობიდან. პირდაპირ უკანასკნელი თეთრები რომელიც გათვლილია ლუკმა პურის საყიდლად უნდა ამოგვაცალონ რომ გაზი და დენი მივიღოთ. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით. ჩვენს ხალხს აქვს ორი გზა ან დაიღუპოს ან გაიმარჯვოს. ან ყველამ გადავიცვათ წითელი ჟილეტები ან ჩავბარდეთ მტერს. მე დარმწუნებული ვარ არ დავიღუპებით, მტერს არ ჩავბარდებით და როცა ყველა გადავიცვამთ ამ ჩვენი ბრძოლის ჩვენის სისხლის ჩვენი მომავლის ფერ ჟილეტებს მერე დამთავრდება ეს ყველაფერი." - ამბობს ნათელაშვილი. 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისია დღეს გაზის ტარიფის პროექტზე მსჯელობს.

კომენტარები