მე ახლა მიკეთია საათი, რომელიც არის ზვიად ციკოლიას გაკეთებული. სხვათა შორის, უკრაინელების შეკვეთით გააკეთა, ძალიან მაგარი საათია. ზვიადმა გააკეთა "ლაზიკა", "დიდგორის" დიზაინი, ზვიადი აწყობდა თვითმფრინავს "დელტაში". დღეს აღარავინ აწყობს თვითმფრინავებს. ჩვენ ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს. საქართველო აკეთებდა. ახლა ზვიად ციკოლია აკეთებს საათებს უკრაინისთვის, რადგან თავი რამით ხომ უნდა ირჩინოს.
დამთავრდა "დელტა", რაკეტები, თვითმფრინავები, "ბეტეერები", "ბეემპეები". დამთავრდა ჩვენი შესაძლებლობა მილიარდი დოლარის პროდუქცია გაეყიდა საქართველოს მარტო მაღალტექნოლოგიურ სამხედრო სფეროში და საუკეთესო ხალხი დაკავებულია კაცმა არ იცის რითი. როცა ივანიშვილი გვპირდება მარიხუანას და 500%-იან მოგებას მარიხუანიდან. ჩვენ შეიძლება გვქონოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური წარმოება, გვქონდა და სულ ცოტა გვაქკლდა, სანამ ის გავიდოდა მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ გვქონდა ეს და ახხლა ჩვენ ვართ კადიროვის ჩეჩნეთის გზაზე შემდგარი, თუ რაიმე არ ვიღონეთ.





