ჩინეთი

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შობის აღნიშვნა აკრძალა

ჩინეთის ქალაქ ლანფანში, რომელიც ჰებეის პროვინციაში მდებარეობს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნებისმიერი საშობაო ღონისძიების გამართვა აიკრძალა. 

South China Morning Post- ის ინფორმაციით, ხელისუფლების დადგენილებით, იკრძალება ყველა სახის საახალწლო დეკორაცია, ნაძვის ხე, საშობაო სიმღერები, სანტა კლაუსის ფიგურები და სხვა. მათი განმარტებით ეს ყოველივე რელიგიის პროპაგანდის თავიდან აცილებისთვის აიკრძალება. 

მედიის ცნობით, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია, ოფიციალურად ათეისტურია და შობის საჯაროდ მილოცვა ამიტომაც აკრძალეს.

ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ საშობაო დღეებში ქალაქში პატრული იმოძრავებს და გააკონტროლებს, რომ შობის აღნიშვნა ვერავინ შეძლოს.

მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნებიან მაღაზიები, აქსესუარის გამყიდველები და ასევე, ქუჩებში აქტიურად იმოძრავებენ პოლიციელები, რომლებიც დააკვირდებიან მოსახლეობის აივნებს, რომლებიც შესაძლოა საახალწლოდ მორთონ. მთავრობაში ამბობენ, რომ კონონის დამრღვევები მკაცრად დაისჯებიან. 

კომენტარები